საქართველო ადამიანის თავისუფლების ინდექსში
ადამიანის თავისუფლების ინდექსში 2012-ი წლის შემდეგ რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, საქართველო ევრაზიაში ლიდერია და მსოფლიო ხუთეულშია. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს, ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით მზადდება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში მონტენეგროსთან ერთად 42-ე ადგილზე გავიდა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას. რეიტინგის აგრეგატებიდან აღსანიშნავია სასამართლოების მიუკერძოებლობის ინდიკატორი, სადაც საქართელომ გაუსწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს და ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 ქვეყანას.
