შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს. შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ ამბობენ, თუ ვის და რა თემაზე ესაუბრნენ. უფლებადამცველის, ლიკა ბითაძის განცხადეით კი, შეწყალებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან, განაჩენი გამოცხადებული არ არის. ადვოკატი ამბობს, რომ თუკი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, გრიგორიადისის დაცვის მხარე ზურბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროგნოზირება უჭირთ საპარლამენტო უმრვალესობაში, მათი თქმით, პრეზიდენტისგან მოულოდნელი არაფერია. ოპოზიციის ნაწილს კი მაჩნია, რომ გრიგორიადისის შეწყალება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი ის მომხდარს შეცდომად აღიარებს.