"ხალხის ძალის" წერილი
მოძრაობა ხალხის ძალა, როგორც თავად უწოდებენ, პრევენციულ წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, უკვე დაწყებულია. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც არჩევნების პერიოდში არეულობას გულისხმობს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ის რაზეც მოძრაობა საუბრობს, უკვე დაწყებულია და ამის დასტური ოპოზიციის რიტორიკაა. რაც შეხება ოპოზიციას, ისინი ყურადღებას არჩევნებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ის თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის, გადამწყვეტი იქნება.
