თანამშრომლობა რუსეთთან
გამოცემა „ინსაიდერი“ წერს, რომ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად ამერიკის, ევროპისა და აზიის 11 სახელმწიფო რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო საქონელს აგზავნის. გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო ქარხნებს, პირდაპირ ან შუამდგომლების საშუალებით მეორადი დანიშნულების საქონელი იმ კომპანიებისგან მიეწოდებოდა, რომლებიც შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ესტონეთიში, გერმანიაში და ფინეთში არიან დარეგისტრირებულნი. ტანკებისა და სხვა შეიარაღების წარმოებაში რუსულმა ქარხნებმა უკვე გამოიყენეს დეტალები და აღჭურვილობა, რომლებიც იტალიიდან და ესტონეთის ლოგისტიკური ფირმის საშუალებით მიიღეს.
