ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე
ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი მთავარი მოწმის მოთხოვნით გადაიდო. ალექსანდრე ახვლედიანმა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული, ჩვენების მიცემა არა დისტანციურდ, არამედ დარბაზში ისურვა. ის ერთ- ერთია, ვინც ლეღვაში მკვლელობის ღამეს ბრალდებულ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში იმყოფებოდა და საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას ცხედრის გადამალვაში დაეხმარა.