პრემიერის სამძიმარი
„ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“ - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. “პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. ” - წერს პრემიერი ღარიბაშვილი.
