წყალდიდობა კალიფორნიაში
კალიფორნიაში ძლიერი წვიმის შედეგად, ვენტურის ოლქში ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ ქალაქ ოქსნარდს მიაყენა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დატბორილია სანტა-ბარბარას რამდენიმე რაიონიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
