ნეთანიაჰუს განცხადება
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელი დასახულ მიზანს არ მიაღწევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მთავარ ამოცანად ისრაელისთვის კვლავ ჰამასის განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ისრაელის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება, რისთვისაც ბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანაა საჭირო.
