საშობაო კონცერტი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მსმენელს 24 დეკემბერს საშობაო კონცერტზე ეპატიჟება. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საზეიმო განწყობის შესაქმნელად, სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად, სოლისტები ქართული და უცხოურ საკონცერტო პროგრამით წარდგებიან მსმენელის წინაშე. საშობაო კონცერტი ვახტანგ კახიძის - „შობის გალობით“ დასრულდება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
