საქართველო - გერმანიის შეთანხმება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების სფეროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევართათვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
