„ხალხის ძალა“ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ულოცავს
მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ულოცავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ორწლიანი წარმატებული ბრძოლის შედეგია. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიცია რევოლუციის მორიგ მცდელობას შემოგვთავაზებს და მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება უკვე დაწყებულია.
