სააკაშვილის "სუპერ პაკი" და ოპოზიციის უარი
“სუპერ პაკი” უკვე განწირულია. სააკაშვილის ეს იდეაც შეუსრულებელ მისიათა ჩამონათვალში ინაცვლებს. ერთადერთი, ვინც ამ ამბით ერთობა, „გირჩია“, სხვები ვივამედის პაციენტს რეალობის აღქმას უწუნებენ, ლიდერის კრიტიკოსებზე განაწყენებული “ნაც. მოძრაობა” კი ოპონენტებს რეიტინგებს უთვლის. ამ საერთო დავაში გახარიას წარმომადგენელმა თავის გამოჩენა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის დაწუნებით სცადა. აქცენტების გარდა, დაუშვილს ცნობებიც აერია და ტყუილი თქვა, თითქოს იმედმა სააკაშვილის პროცესი პირდაპირ ეთერში გადასცა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები