პრაღაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტთან. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. დაკეტილია იან პალახის მოედანი და ყველა მიმდებარე ქუჩა. მოსახლეობას პოლიცია შინ დარჩენას და სიფრთხილეს ურჩევს. უნივერსიტეტში მყოფ ადამიანთა ნაწილი ევაკუირებულია. ვინც ამ დროისათვის ოფისში რჩება, ადმინისტრაციამ ელექტრონული ფოსტით გააფრთხილა, რომ ოთახებში ჩაიკეტონ და დენი გათიშონ.