სააკაშვილის დავალება ოპოზიციას
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ შექმნან პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, მომხრეები არ გამოუჩნდა. საკაშვილის გეგმას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ექსპრეზიდენტის იდეას დადებითად მხოლოდ მისივე პარტია აფასებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი სააკაშვილის იდეას ხელოვნურს და არასერიოზულს უწოდებს და საჯარო შეთავაზებას არ იღებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი დღეს კიდევ უფრო შორს წავიდა და სასამართლო პროცესის გაშუქებისთვის ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სცადა. გარდა ამისა, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმედის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, გახარიას გუნდი დღეს ხმაურიანი განცხადებებით, რუსთავის საკრებულოში მათ მიერ ბიუჯეტის საბოტაჟის გადაფარვას ცდილობს.
