ისრაელ-„ჰამასის“ ომი
ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში ისრაელმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. გაეროს ცნობით, ისრაელმა გაავრცელა რუკა, რომელზეც მონიშნულია ის ადგილები, სადაც ოპერაცია გაფართოვდება. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ანლკავის ჩრდილოეთ ნაწილშიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ანკლავში საჰაერო დარტყმები 230-მდე ობიექტზე მიიტანეს. ისრაელის არმიის პრესსპიკერი იუწყება, რომ ღაზის სექტორში იმ მიწისქვეშა გვირაბებს მიაგნეს, რომლებსაც დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელები იყენებდნენ.
