ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა დანიისგან
თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. ცერემონიას თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და დანიის სამეფოს ელჩი დაესწრნენ. მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება.
