„კახის თასი“
2 დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. გუშინ გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება. დღეს კი ძალოსნები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის საიუბილეო, 30-ე ტურნირზე, „კახის თასზე“ გამოვიდნენ. ქართველების გარდა, შეჯიბრებაში უკრაინელი, ლიეტუველი, უზბეკი და თურქი ძალოსნებიც მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიებების გარდა, დღეს ასევე შედგა კახიაშვილის ცხოვრებასა და კარიერაზე რეჟისორ თემურ ჩიხლაძის გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ოლიმპიელი ცხინვალიდან“ პრემიერა.
