მასტერ ლიგის გამარჯვებული
მასტერ ლიგის თასის გამარჯვებული საფეხბურთო გუნდი „ბრიჯი“ გახდა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ტურნირის სამგზის ჩემპიონ თბილისის მერიის გუნდზე ძლიერი აღმოჩნდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დამთავრდა, ბულიტების სერიაში კი ბრიჯელებმა გაიმარჯვეს. მე-13 წუთზე მერიის გუნდი კახა კალაძემ დააწინაურა, რასაც ზუსტი დარტყმით ლაშა თოთაძემ უპასუხა. ბულიტებში გამორჩეული „ბრიჯის“ მეკარე დავით თურმანიძე იყო - მან 2 დარტყმა მოიგერია და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მასტერ ლიგის ჩემპიონი ფეხბურთის განვითარების ფონდისგან 7 000, ვიცე-ჩემპიონი კი 3 500 ლარს მიიღებს.
