ფუტსალის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, პორტუგალიის ფუტსალის ეროვნული გუნდის 42-მატჩიანი წაუგებელი სერია თბილისში შეწყდა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიელები, რომლებსაც ბოლო ოფიციალური მატჩი 7 წლის წინ არგენტინელებთან ჰქონდათ წაგებული, 21 დაამარცხა. თბილისის სპორტის სასახლეში 22-ე წუთზე ანგარიში ნევეშმა გახსნა, რასაც მასპინძლების რიგებში ზუსტი დარტყმით ჩიმბამ და გიორგი ღავთაძემ უპასუხეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა, რადგან, ნატურალიზებული ფეხბურთელების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, უეფამ ჩვენი გუნდი მკაცრად დასაჯა და სამ შეხვედრაში ტექნიკური წაგება, 0:5 ჩაუთვალა.
