საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. კანონი არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და მათთვის სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანაც. კანონი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. კანონპროექტს მაკრონის პარტიაში მოწინააღმდეგეები ჰყავდა. მისი მიღების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.
