მოლდოვა დსთ-ს 2024 წლის ბოლომდე დატოვებს
მოლდოვა დსთ-ს საბოლოოდ 2024 წლის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა დოინა გერმანმა განაცხადა. მისივე თქმით, დსთ-დან გასვლით მოლდოვა ეკონომიკურად არ დაზარალდება და მოგებულიც დარჩება, რადგანაც საწევროს გადახდა აღარ მოუწევს. საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას მან „მანიპულაცია და დეზინფორმაცია“ უწოდა.
