სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დაბლოაკავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას დაბლოკავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მე ეს ვთქვი ალიანსის გენერალურ მდივანთანთან შეხვედრისას, რომ სიურპრიზები არ იყოს. ჩვენ არ დავეთანხმებით უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
