ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ ომის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ჯოზეფ ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უბიძგებს ისრაელსა და ჰამასს, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ომის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. „არანაირი მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ“, – აღნიშნა ბაიდენმა მედიასთან საუბრისას.
