„მწვანე და აგროსტიპენდია“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, გარემოს დაცვითი და აგრარული ფაკულტეტების 64 სტუდენტს „მწვანე და აგროსტიპენდია“ გადაეცა. მინისტრის განცხადებით, „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას.
