რუსთავის ბიუჯეტი
რუსთავის საკრებულოში დღეს უნდა განიხილონ ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ბოლო სხდომაზე ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული თვითმმართველი ორგანოდან დოკუმენტი მერიას დაუბრუნდა. პროექტში ჩასწორებები არ გაკეთებულა და ისევ საკრებულოს გადაეგზავნა. რუსთავის მერიაში ოპოზიციის პირად ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი განპირობებულია ოპოზიციის ვიწრო პარტიული ინტერესებით. ბიუჯეტი 112 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
