სააკაშვილის ახალი დავალება ოპოზიციას
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ შექმნან პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, კომიკურს უწოდებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა განხეთქილების ფონზე, პარტიის ლიდერი კონსოლიდაციას ვერც საერთო ოპოზიციურ ველზე შეძლებს. საჯარო შეთავაზებას არ იღებს ოპოზიციის დიდი ნაწილი და სააკაშვილის იდეას ხელოვნურს და არასერიოზულს უწოდებს.
