ვენეციის კომისიის დასკვნა
ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნას, რომელიც საარჩევნო კოდექსის კანონპროექტსა და ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის საკითხებს შეეხება, მმართველ გუნდში აფასებენ. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციებია მიღებული, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კი მიაჩნიათ, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სააგენტო სრულად დამოუკიდებელია.
