სამართალდამცველები პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში
სამართალდამცველები პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტელევიზიის ოფისში ყოფილი მმართველი პარტიის წევრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ისინი ტელევიზიაში დემოკრატიის დასაცავად იმყოფებიან. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე გაითიშა 24-ხ საათიანი საინფორმაციო არხი, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალ ტუსკის პარტია, ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა. ქვეყნის ეროვნული სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების გათავისუფლება არაკანონიერია
