ელჩები იუსტიციის სახლში
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ცხრა ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბრენდის კონცეფცია და ის თანამედროვე მიდგომები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები, მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ
