დეპუტატები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილს და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლეს. სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24 ახალი შენობის აგებასა და სამი ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, უკვე აშენებულია 8 შენობა და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. თითქმის დასრულებულია რეინჯერების შენობის მშენებლობა
