ხავიერ კოლომინა სტუდენტებს შეხვდა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ესტუმრა. მან, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემაზე: საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. შეხვედრას მოდერაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა გაუწია. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოზე, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლსა და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე, როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში