7 ნოემბრის საქმე
პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას, პოლიტიკური აქტიურობის და გაერთინების კომიეტეტის შექმნა დაავალა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით ახალი იდეების გენერატორი იქნება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. სააკაშვილმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მის დამსახურებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში, ევროკავშირის დროშა პირველად მან აღმართა
