ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი დაარსდა, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი საუკეთესო მომღერლებითა და სტუდენტებით; ასევე, გუნდის წევრები არიან მომღერლები ცნობილი ანსამბლებიდან - „ბასიანი“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და „დიდგორი“. მომღერლებმა გუნდში მოსახვედრად, სპეციალური შესარჩევი და მოსამზადებელი ეტაპები გაიარეს.
