პროტესტი ბელგრადში
ბელგრადში საპროტესტო აქციები გრძელდება. სერბეთის ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები დედაქალაქის ქუჩებში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ასობით დემონსტრანტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. კომისიის შენობაში კი ოპოზიციის ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩვნების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. მმართველი ძალა ბრალდებებს უარყოფს. 17 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა.
