მოლაპარაკებები მეორე ჰუმანიტარული პაუზის შესახებ
ისრაელის არმია ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის ფინალურ ფაზას უახლოვდება. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი იუწყება. ანალიტიკოსების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთში „ჰამასის“ 3 ბატალიონი გაანადგურეს. დაჯგუფების წევრები ჯაბალიას ბანაკში მოქმედებდნენ. ცაჰალი ჯაბალიას ბანაკში 2 კვირაზე მეტ ხანს იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში ისრაელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „ჰამასის“ ათასზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია მოახერხეს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე მებრძოლია დარჩენილი.
