უკრაინის დახმარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს მოუწოდებს უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს, რადგან ომში მყოფ ქვეყანას მძიმე ზამთარი ელის. საგარეო უწყების პრესსპიკერი ამბობს, რომ თუ კონგრესი დოკუმენტს არ მიიღებს, ამერიკას უკრაინის დახმარების ფინანსირების სხვა წყარო არ ექნება. კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებასა და ამერიკის საზღვრების უსაფრთხოებას მოიცავს, სენატი წელს ვეღარ დაამტკიცებს. სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები ადასტურებენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება და კენჭისყრა მხოლოდ საშობაო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება.
