სარაკეტო იერიში
რუსეთის არმიამ უკრაინის 8 ოლქს კამიკაძე დრონებით შეუტია. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე. ქალაქ ხერსონზე იერიშების შედეგად, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის 4 მცირეწლოვანია. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალქო ინფრასტრუქტურა. ხერსონის ოლქი ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც უკრაინელ და რუსი სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე საერთო ჯამში 90-მდე შეტაკება მოხდა.
