ზაზა გოგავა 7 ნოემბრის საქმეში ხელახლა მთავარი მოწმის სტატუსით დაიკითხება
ზაზა გოგავა 7 ნოემბრის საქმეში ხელახლა მთავარი მოწმის სტატუსით დაიკითხება. ამის შესახებ სასამართლო სხდომოს დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ ისაუბრა. პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს რომ 7 ნოემბრის საქმეში ზაზა გოგავა პროკურატურის ოქროს მოწმეა და მან აქციაზე ჯარის გამოყვანის ეპიზოდზე პირდაპირ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთა.
