საჯარო მოხელის დღე
რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, პროფესიული დღე მიულოცეს . ნინო ლაცაბიძემ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს, სპეციალური მადლობის სეგელები გადასცა. მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, რუსთავის მერიაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიმდინარე წელს გაიხსნა, შედეგად, რუსთაველები ყველა მუნიციპალური სერვისით, ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში სარგებლობენ.
