პროტესტი სლოვაკეთში
სლოვაკეთში სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის წინააღმდეგ, 3 კვირის წინ დაწყებული პროტესტი გრძელდება. ათასობით ადამიანი ბრატისლავაში იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც კორუფციული საქმეების გამოძიებისას პროკურატურის უფლემოსილებას ზრდის, ინფორმატორების დაცვას ზღუდავს და ფინანსური დანაშაულისთვის სასაჯელის გამოტანის ვადებს ამცირებს. სლოვაკეთის ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას შობამდე გეგმავდა, თუმცა საპროტესტო ტალღის გამო მისი განხილვა მომავალი წლის იანვრისთვის გადაიდო.
