ზელენსკის პრესკონფერენცია
რუსული აგრესია უკრაინის მიმართ და მასთან გასამკლავებლად დასავლეთის მხარდაჭერა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა. თითქმის 2-წლიანი ომის ფონზე უკრაინის პირველი პირი აცხადებს, რომ დასავლეთის და შტატების მხარდაჭერის გაგრძელებაში დარწმუნებულია. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე არაფერია სასაუბრო, ვინაიდან, 2023 წლისთვის რუსეთმა ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია.
