საახალწლო სოფელი
„საახალწლო სოფელში“, რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად იმართება გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, საბავშვო სემინარები, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზბენდის მუსიკალური პერფორმანსი. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ყინულის საციგურაო მოედანი და თემატური ფოტოზონები. საღამოობით იმართება სხვადასხვა ბენდის, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც, საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგებიან დიჯეები ელექტრონული მუსიკით.
