ხავიერ კოლომინას ვიზიტი
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ხავიერ კოლომინა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. შეხვედრები უკვე გაიმართა: პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან. მათი განცხადებით, საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი სახელმწიფო და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ფლობს.
