პრემიერის მილოცვა
პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური კუთხით პროგრესში მიღწეულ წარმატებებში საჯარო მოხელეების განსაკუთრებულ წვლილზე წერს.
