მთავრობის სხდომა
საქართველო შეძლებს მომავალში დამატებითი ელექტროენერგიის წარმოებას, რომელიც ექსპორტზე გავა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, წელს ქვეყანამ რეკორდული, 13 მილიარდ კილოვატ საათზე მეტის გენერაცია შეძლო. პარალელურად, ამ სფეროში ქვეყანას არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს დაწყებული. მათ შორის შავი ზღვის კაბელი, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს.
