მედიკამენტების ფასების ხელოვნური ზრდა
კარტელური გარიგების ნიშნები და არაკეთილსინდისიერი შეთანხმება ფარმაცევტულ კომპანიებს შორის - მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000-დან 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. აღმოჩნდა, რომ დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, კონკრეტულ წამლებს თითქმის, იდენტური ღირებულება აქვს. არასამართლიანი ფასებით, რომელსაც ბაზარზე მოქმედი დიდი მოთამაშეები მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით აწესებენ, მოქლაქეები ზარალდებიან. მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქცევა კი სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის შესწავლა იწყებს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
