საკრებულოს საქმიანობის ერთი წლის შეჯამება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ საკრებულოს საქმიანობის 1 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, 2023 წელს დედაქალაქისთვის საჭირო პროექტები განხორციელდა, მათ შორის არის ისტორიულ უბნებში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება და ბინების დაკანონება. უკვე დამტკიცებულია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 760 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ახალი ბიუჯეტი ყველა გამოწვევას უპსუხებს.
