დავითგარეჯის საქმე
საქალაქო სასამართლოში დავითგარეჯის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი დაიკითხა. პროკურატურის ინფორმაციით, დავით ბედოშვილმა დაადასტურა, რომ სადემილიტაციო სადემარკაციო პროცესებსა და სადავო მონაკვეთის ამსახველ რუკებზე გადაწყვეტილებებს ბრალდებულები იღებდნენ. გამოძიების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.
