შალვა პაპუაშვილის და ხავიერ კოლომინას შეხვედრა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მისი თქმით, NATO და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა და ორივე მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მისივე შეფასებით, NATO-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს გეგმებზე ევროკავშირის 9 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს 2024 წლის არჩევნებზეც.
