ირაკლი ღარიბაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმარს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
